Pages

ეზოგელინი

თურქული წვნიანია რომელიც წითელი чечевица-თი (ოსპი ) მზადდება და ბურღულით(მე დაღერღილი ხორბალი დავამატე.
კარაქში მოშუსავ ხახვს,დაამატებ 1 ს.კ. ტომატ პასტას+1 ს.კ. პაპრიკას(ტკბილი ჭითელი წიწაკა),1 წუთის მერე დაასხავ 2 ლიტრა ბულიონს(ქათმის).
ადუღდება ბულიონი და ჩააყრი ოსპს(ჩეჩევიცას )0,5 ჩ.ჭ.+0,5 ჩ.ჭ. ბურღულს,დაბალ ცეცხლზე მოხარშავ 20 წუთის განმავლობაში მზად იქნება,დაამატებ ბოლოს მარილს,შავ პილპილს,ხმელ ,დაფხვნილ პიტნას.აუცილებლად ვუმატებ იმბირის ნაფხეკს

ცალკე მოშუშავ 3-4 ს.კ. კარაქს,დაამატებ პაპრიკას 1 ს.კ. და მწარე წიწაკას(მე კიდე ნიორი დანაყილი დავამატე,მოუხდა).

დაისხავ თეფშზე და მოასხავ მოშუშულ კარაქს smile.gif .გახუხულ პურთან ერთად მიირთვი.


ეზოგელინის სუფი  http://forum.ge/?f=82&showtopic=33695832&st=210
(თურქული საქორწილო სუფი, ზუსტ თარგმანში ნიშნავს - პატარძალი ეზო)

10 ჭიქა წყალი (ჩაის ჭიქა არა, უფრო პატარა, დაახლოებით მისი ნახევარი ალბათ) ავადუღე, ჩავყარე მარილი და ჩავყარე
1 სავსე ჭიქა წითელი ჩეჩევიცა და 2/3 ჭიქა ბულგური (ორივე თურქულ მარკეტში ვიყიდე). ვადუღე ნახევარი საათი.
სადღაც 5 წუთი რომ დარჩა ამ ნახევარი საათის გასვლამდე, პატარა ქვაბში გავადნე 1 სუფრის კოვზი კარაქი 2 სუფრის კოვზ
ზეთთან ერთად, ნელ-ნელა ჩავყარე 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და თან მუდმივად ვურევდი, რომ არ დაკორკოშებულიყო.
ამ მასამ ფერის რომ შეიცვალა და ყავისფერში გადასვლა დაიწყო, ჩავუმატე ტომატის პასტა (ძალიან პატარები რომ იყიდება
ხოლმე, კონსერვებში, აი ეგ ვუქენი მთლიანად) დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი იქნებოდა ალბათ. კარგად ვურიე.
დავუმატე წითელი წიწაკა და 3 სავსე სუფრის კოვზი ხმელი პიტნა. თან გამუდმებით უნდა ურიოთ, რომ არ მიიწვას, ძალიან
სქელი მასა გამოდის და ფრთხილად უნდა იყოთ.
მერე დაბალ ცეცხლზე ნელ-ნელა შევურიე ერთმანეთს ეს ტომატიანი და ბურღულეული მასები, კარგად უნდა გაიქნას ერთმანეთში,
კორკოშების გარეშე. ბოლოს გემოვნებით შეგიძლიათ პილიპილი და მარილი კიდევ დაუმატოთ.

აქ მთავრდება მომზადების პროცესი. თურქულ რესტორანში ისეთი მასა მოაქვთ, ვერ გაარჩევ საერთოდ, რომ ბურღულეულია, იმიტომ რომ
როგორც მივხვდი ამ მზა მასას ბლენდერში ატარებენ და თხეეეელი, ბლინების ცომივით სისქის არის. ხოლო დაუბლენდერებელში
ოდნავ გამოირჩევა ძალიან წვრილი ბურღულეულის არსებობა.

დაბოლოს, ღრმა ფიალაში რომ ამოიღებთ პორციას მირთმევის წინ, ლიმონი ჩააწურეთ, ძალიან უხდება.


წყარო   ბეჭდვა


კერძები

მომხმარებელი

კატეგორიები